ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი, საშუალოდ, ნახევარი თეთრით გაიზარდა.
გაზის ტარიფთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში „ყაზტრანსგაზის“ განაცხადება განიხილეს და “სემეკმა” ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ წუთებში „სოკარისა“ და „საქორ-გაზის“ განაცხადების განხილვა მიმდინარეობს. კომპანიები გაზზე ტარიფის გაზრდის და მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების კომპონენტების ხელახალ გადაანგარიშებას ითხოვენ.
გუშინ “სემეკმა” გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ნახევარი თეთრით გაზარდა.