პირველი ივლისიდან ახალი, 1-10 წლის გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან – ეს გაზზე მომუშავე მანქანებისთვის ტექინსპექტირების ბოლო ეტაპია.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ტექინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, მათ 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექინსპექტირების ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრამდე; 14-16 წლის ავტომობილებს – 2018 წლის პირველ ივლისამდე; 11-13 წლის ავტომობილებს კი 2019 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო ყველაზე ახალი 1-10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისი იყო.
ნახეთ, ამავე თემაზე: გაზზე მომუშავე ავტომობილების 99% გაუმართავია – სად უშვებს სახელმწიფო შეცდომას