LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზზე მომუშავე მანქანების ტექნიკური შემოწმება 2017 წლიდან ამოქმედდება

5

აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური შემოწმება 1 იანვრამდე გადაიდო. ამასთან, გამკაცრდა ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოების მიმართ მოთხოვნები.

როგორც დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რეგლამენტში ცვლილებები დამტკიცდა – ინსპექტირების ჩამტარებელი ორგანოები ვალდებული არიან ჰქონდეთ სპეციალური მოწყობილობა-დანადგარები. ასევე, გამკაცრდა მოთხოვნები შენობებიდან მათი მდებარეობის მანძილთან დაკავშირებითაც.

„ჩვენი ანალიზით, კერძო სექტორმა არ მოახდინა სერვის ცენტრების აღჭურვა, რომ სწორად ჩაეტარებინათ ინსპექტირება. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ 300 ათას ავტომობილს ეხება ეს ყველაფერი და არ შექმნილიყო საცობები, არ გამოგვეწვია მოსახელობის უკმაყოფილება და ამასთან, არ არის მზად ინფრასტრუქტურა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავამკაცრეთ რეგლამენტი და ამასთან, გადავწიეთ პირველი იანვრისთვის. პირველ იანვრამდე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული ინსპეტორი ან შესაბამისი ინტიტუტი გვყადეს, რომ დავიწყოთ აირბალონიანი მანქანების ინსპექტირება“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, 1 იანვარს, როდესაც რეგლამენტი ძალაში შევა, გაწერილი იქნება ავტომობილების შემოწმების გრაფიკი წლოვანების მიხედვით, თუ რა ასაკის ავტომობილებს მოუწევთ პირველ რიგში შემოწმების გავლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები