LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიერების არქონა 100-ქულიან საჯარიმო სისტემაზე არ მოქმედებს

27

გაზზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიერების არქონა 100-ქულიან საჯარიმო სისტემაზე არ მოქმედებს. ამის შესახებ “ფორტუნას” საპატრულო პოლიციაში  მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის  საპასუხოდ განუცხადეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს, გაზზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიარების არქონის  გამო 100-ქულიანი სისტემით დაჯარიმდებიან და 15 ქულა ჩამოაკლდებათ.

მათი თქმით,  ტექდათვალიერება  სულ სხვა საკითხია და არანაირად არ უკავშირდება მოძრაობის წესებისთვის შემოღებულ 100-ქულიან სისტემას, რომელცი 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.  მით უმეტეს, რომ ტექდათვალიერების ვალდებულება ძალაში 2018 წლის იანვრიდან შედის. ეს ეხება, როგორც გაზზე, ასევე ბენზინსა და სხვა საწვავზე მომუშავე მანქანებს.

როგორც საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, მათთვის უცნობია, თუ რატომ გავრცელდა ეს მცდარი ინფორმაცია, რადგან მსგავსი საკითხი საერთოდ არ დამდგარა დღის წესრიგში.