საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, საქართველოს პორტების, ტერმინალებისა და ლოგისტიკური კომპანიების შეხვედრა გაიმართა. განსახილველ საკითხებს შორის იყო: ექსპედიტორებთან, ნავსადგურებსა და ტერმინალებთან ეფექტური მუშაობის ორგანიზება და სამომავლო ურთიერთობის დაგეგმვა.
საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა კომპანიის საქმიანობის, სატვირთო გადაზიდვებისა და გაციფრულების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე პრეზენტაციები წარადგინეს.
ერთობლივი შეხვედრის მიზანი საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით, გაზრდილი ტვირთნაკადის ჰარმონიზებული გადაზიდვების ხელშეწყობა იყო.