LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაზპრომი” საფრანგეთს გაზის მიწოდებას უჩერებს

80
გაზპრომი

რუსული “გაზპრომი” პირველი სექტემბრიდან საფრანგეთის უმსხვილეს გაზის მიმწოდებელ კომპანიას Engie გაზის მიწოდებას უჩერებს.

“გაზპრომი” განცხადებას ავრცელებს და წერს, ბუნებრივი აირის შეჩერების მიზეზი ივლისში არსებული დავალიანების გადაუხდელობაა.

“30 აგვისტოს სამუშაო დღის ბოლოს შპს “გაზპრომს“ არ მიუღია ივლისში არსებული კონტრაქტების მიხედვით კომპანია Engie-სთვის მიწოდებული გაზის ანაზღაურება. ამასთან დაკავშირებით “გაზპრომ ექსპორტმა” აცნობა Engie-ს გაზის მიწოდების სრული შეჩერების შესახებ“, – წერია გაზპრომის განცხადებაში

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის აგნეს პანიერ-რუნაშის განაცხადებით, რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები