LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის ახალი ტარიფი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი

121

გაზის ახალი ტარიფი 17 -18 ივლისს გახდება ცნობილი. სემეკში დღეს საჯარო სხდომაზე  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებენ.

18 ივლისს კი კომისია განიხილავს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“,  „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და  „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.

როგორც სემეკ-ში განმარტავენ, კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები