„გაზაფხულზე გავააქტიურებთ ვაქცინაციის კამპანიას – რთული იყო ამ ამინდებში სოფელ-სოფელ სიარული“, – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გაბრაზებული ვარ…სისხლით ნაშოვნი ვაქცინა აუთვისებელი დარჩა: ამირან გამყრელიძე
გამყრელიძე: ჩემი რჩევაა, როცა გარე სივრცეში რამდენიმე ადამიანი შეიკრიბებით, პირბადე მაინც გაიკეთოთ
მისი თქმით, საქართველოში აპრილიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატიც შემოდის და საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, სადაც „პაქსლოვიდით“ კოვიდინფიცირებული ადამიანები იმკურნალებენ.
28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
„იმედი, მაქვს გაზაფხულზე კიდევ მეტად გავააქტიურებთ [ვაქცინაციის კამპანიას]. ახლა რთული იყო, მოგეხსენებათ, ამ ამინდებში სოფელ-სოფელ სიარული, მაგრამ აპრილიდან უნდა აღვადგინოთ ეს ყველაფერი. გვექნება, ასევე ვაქცინის ახალი დოზები აპრილიდან, შემოდის ახალი წამალი. საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელსაც “პაქსლოვიდი” ექნება“, – განაცხდა გამყრელიძემ.