LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყინული პენსიები დარიგდა, გზები დაიგო, შუქნიშანი ჩამოიკიდა, დენი არის. ეს ყველაფერი მოიტანა „ვარდების რევოლუციამ“: ზურაბ ჭიაბერაშვილი

63
ჭიაბერაშვილი

„ვარდების რევოლუცია“ იყო მოვლენა, რომელმაც საზოგადოებაში გააჩინა რწმენა, რომ საზოგადოებას შეიძლება, ჰქონდეს პერსპექტივა, განვითარება და მომავალი“, – აღნიშნული განცხადება ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოში „გაყინული პენსიები დარიგდა, გზები დაიგო, შუქნიშანი ჩამოიკიდა და დენი არის“.

მისივე განმარტებით, ახლა პუტინისტური და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ისევ უიმედობის დანერგვას ვხედავთ, როცა ხალხი ქვეყნიდან გარბის.

„ქვეყნის შიგნით მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კორუფციის აღმოფხვრის, ორგანიზებული დანაშაულთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების აწყობის თვალსაზრისით. გაყინული პენსიები დარიგდა, გზები დაიგო, შუქნიშანი ჩამოიკიდა, დენი არის. ეს ყველაფერი მოიტანა „ვარდების რევოლუციამ“ და ქართველი ხალხის მიერ იმის დაჯერება, რომ მას შეუძლია ერთად დგომით ამ ამოცანების გადაჭრა. ვხედავთ ახლა პუტინისტური რეჟიმის, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ისევ უიმედობის დანერგვა, როცა ხალხი გარბის ქვეყნიდან.

ბუნებრივია, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა დაიჯეროს ისევ, რომ მას შეუძლია გარდატეხის მოხდენა და მას შეუძლია, ისევ დაადგეს ევროპული განვითარების გზას. 2003 წელს მე ვხელმძღვანელობდი „სამართლიან არჩევნებს“ და მაშინ პირველად ჩატარდა ხმების პარალელური დათვლა. ამის შემდეგ, ჩვენ დოკუმენტურად დავადასტურეთ საოლქო კომისიის დონეზე 700 უბნის შედეგი გადასწორდა. 17 ნოემბერს შევიტანეთ უზენაეს სასამართლოში სარჩელი არჩევნების პროპორციული ნაწილის გაუქმების მოთხოვნით, რაც საბოლოო ჯამში უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა და გაუქმდა არჩევნების შედეგები პროპორციულ ნაწილში, ჩატარდა ხელახალი არჩევნები. „სამართლიანი არჩევნების“ ამ პარალელურმა დათვლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ საზოგადოებას სცოდნოდა რეალური შედეგი, რა დაფიქსირდა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები