LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაწუხებთ ჭარბი ცხიმი ? – დაემშვიდობეთ სამუდამოდ!  – რას გვირჩევს ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე

689
fot (6)

თუ დიეტებისა და ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად ვერ ახერხებთ ჭარბი წონისგან გათავისუფლებას და ამავდროულად, არ ხართ მზად პლასტიკური ოპერაციისთვის ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე აპარატურულ პროცედურებს გირჩევთ.

როგორც ექიმი ამბობს, სასურველი ფორმების მიღებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, ამ შემთხვევაში, გასაოცარი შედეგი კი მცირე დროში მიღწევადია.

რა პროცედურებს უნდა მივმართოთ, რომ დავემშვიდობოთ სხვადასხვა უბნებში დაგროვილ ცხიმებს? როგორც კლინიკა „ლაზერმედის“ ხელმძღვანელი ამბობს ამისთვის 4 ძირითადი პროცედურა არსებობს.

კრიოლიპოლიზი

სხეულის მოდელირება აპარატურული მეთოდით იდეალური არჩევანია თქვენთვის. ეს არის არასასურველი ცხიმოვანი უბნების კონტროლირებადი მოყინვის მეთოდი, რომელსაც არ აქვს რეაბილიტაციის პერიოდი და პროცედურა ტარდება ტკივილის და გვერდითი მოვლენების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ პროცედურის ჩატარებიდან 2 კვირაში იწყება ცხიმის დაშლის პროცესი იწყება. 1-3 პროცედურის შემდეგ ეფექტი შესამჩნევი ხდება, დამუშავებული ზონა მცირდება 20-25%-ით.

ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე კრიოლიპოლიზის მეთოდის გამოყენებას მუცლის, ფეხების, წელის, ბარძაყების და სხვა ზონებში გვირჩევს, სადაც ცხიმი ლოკალურად არსებობს და რთული მოსაცილებელია.

აღსანიშნავია, რომ კრიოლიპოლიზი, უამრავი უპირატესობის გამო მსოფლიო კოსმეტიკური პროცედურების ტოპ 10–ეულში შედის !

კავიტაცია

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სხეულის გარკვეული უბნები არ ექვემდებარება დიეტას ან ფიზიკურ ვარჯიშებს და არ გსურთ ქირურგიული ჩარევა კავიტაცია ლიპოსაქციის ალტერნატივაა. ის არ საჭიროებს ნარკოზს, არ ირღვევა კანის მთლიანობა, ზედმეტი ცხიმის მოცილებასთან ერთად კანი იჭიმება, ქრება ფორთოხლის ეფექტი და კანის ზედაპირი ხდება გლუვი. შედეგი აქვს მყისიერად, დამუშავებული ზონა მცირდება 1-4 სამტიმეტრამდე

კავიტაცია უნიკალურია იმითაც, რომ ზემოქმედება ხორციელდება ნებისმიერ პრობლემურ ზონაზე. დაშლილი ცხიმის ორგანიზმიდან გამოდევნა 1 კვირას გრძელდება, თუმცა შედეგი პირველივე პროცედურის დასრულებისთანავე სახეზეა.

ლიპოლიტიკი

თანამედროვე ესთეტიკაში სახისა და სხეულის კორექციაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა, ამისთვის კი არაერთი პროცედურა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ლიპოლიტიკი.

ლიპოლიტიკი არის საინექციო მეზოპრეპარატი, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მოვიშოროთ  სახეზე და სხეულზე არსებული არასასურველი ცხიმი.

ლიპოლიტიკით ხდება  სახის ოვალის, სახის ქვედა მესამედის, დიდი ლოყების, ღაბაბის კორექცია. ასევე გამოიყენება ტანზე, მუცლის, ზურგის ბარძაყების, წვივების,  თეძოების არეში. ძალიან ხშირად გამოიყენება ე.წ. კლიმაქტერულ კუზზე, ანუ კისრის ქვემოთ დაგროვილი ცხიმის დასაშლელად.

ლიპოლიტიკები გამოიყენება არა მხოლოდ ცხიმის დასაშლელად, არამედ ცელულიტთან საბრძოლველად, ლიმფოდრენაჟისა და ქსოვილების გასამკვრივებლად და ლიფტინგისათვის.

აქტირუად გამოიყენება კომბინაციაში სხვადასხვა აპარატურულ პროცედურებთან (როგორიცაა კავიტაცია, კიროლიპოლიზი, ულთერაპია),  ასევე რეკომენდებულია კომბინაციაში ვარჯიში და მასაჟი.

კურსის სახით ტარდება საშუალოდ 4-6 პროცედურა, 2 – კვირიანი ინტერვალებით. პროცედურა არ საჭიროებს რეაბილიტაციას, დაშვებულია 18 წლის ასაკიდან.

ულთერაპია

პირველი და ერთადერთი პროცედურაა, რომლის ეფექტს პლასტიკურ ქირურგიას ადარებენ.

ულთერაპია –  ეს არის მულტიფუნქციური მაღალი ინტენსიურობის ულტრაბგერა, რომელიც კანის ღრმა შრეებში ახდენს ენერგიის მიკროფოკუსირებას და  SMAS ლიფტინგს.

პროცედურა მიმდინარეობს 65-75 გრადუსზე, შესაბასმისად  მაღალი სითბური ენერგიის ხარჯზე ზემოქმედების ადგილებში ხდება ნეოკოლაგენეზი, ანუ კოლაგენის ახალი ბოჭკოების წარმოქმნა.

კოლაგენი – როგორც ჩვენი სილამაზის სააშენი მასალა, ულთერაპია კი კოლაგენის სინთეზს ზრდის 42%-ით

ულტერაპიით ხდება სახის კონტურის, ყელისა და დეკოლტეს,მკლავებისა და ბარძაყების შიდა ზონების დამუშავება, გამკვრივება, აწევა. მუცლის ზონის ცხიმის დადნობა და გამკვრივება, იდაყვებისა და მუხლების გაახალგაზრდავება. შესაბამისად გამოიყენება ნაოჭებისა  და მოშვებულ-მოდუნებული კანის საკორექციოდ.

ბევრი პაციენტი ზოგადი ანესთეზიის, გარკვეული რისკების და რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდის გამო უარს ამბობს პლასტიკური ქირურგიული ჩარევაზე. ამ შემთხვევაში ულთერაპია არის ალტერნატიული  გამოსავალი.

პროცედურის უპირატესობებში აღსანიშნავია,  რომ ის არ აზიანებს კანის ზედაპირს და არ არღვევს მის მთლიანობას. არავითარი ტრავმულობა ან ტკივილი, შესამჩნევია სიწითლე პროცედურიდან რამდენიმე საათი. პროცედურის ხანგრძლივობა  30-90 წუთამდე მერყეობს, დასრულებისთანავე შეგიძლიათ მყისიერად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

ეფექტი შესამჩნევია დაუყოვნებლივ, თუმცა  პროცედურას ახასიათებს მზარდი ეფექტი, საბოლოო შედეგი კი ვლინდება 3-4 თვის  შემდგომ და ნარჩუნდება 1-1,5 წელი.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებზე დერმატო-კოსმეტოლოგიური კლინიკა „ლაზერმედი“ საზაფხულო აქციის ფარგლებში 20-50% ფასდაკლებას გთავაზობთ. აქცია ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

კლინიკამ „ლაზერმედი“ გრანდიოზული, საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო!– ყველა პროცედურაზე 20%-50% ფასდაკლებით 31 ივლისამდე ისარგებლებთ

ცნობისთვის, ესთეტიკისა და დერმატო– კოსმეტოლოგიის კლინიკა „ლაზერმედი“ მუდმივად უწყობს ფეხს სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს და სწორედ ამიტომ, ქართულ ბაზარზე 15 წელია მყარად პოზიციონირებს 6 კლინიკით (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი).

აღსანიშნავია, რომ ყოველდღე, რადიო “ფორტუნას” ეთერში კლინიკა „ლაზერმედის“ ხელმძღვანელი, ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე გთავაზობთ საავტორო რუბრიკას „რჩევები მარიამ შავიძისგან“, რომლის მოსმენა ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლიათ.