მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა „ტასს“-თან თბილისში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
„აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს წინასწარ მომზადებული პროვოკაციაა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე თავდასხმის მიზანი იყო არა მხოლოდ მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია საქართველოში. ეს იქნა გამოყენებული საბაბად, რომ დაეწყოთ გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ,“ – განაცხადა გავრილოვმა.
გავრილოვი დარწმუნებულია, რომ „ის რაც ახლა ხდება – არის რადიკალური, ლიბერალური და ანტიპატრიოტული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა“.
"სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს"
გავრილოვი: ქართულმა მხარემ შემომთავაზა პარლამენტის სპიკერატში დამეკავებინა ადგილი
„ჩვენ არ ვწყვეტდით ასამბლეის მუშაობას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოსკოვში დავბრუნდით, დავინახეთ, რომ უწესრიგობა მხოლოდ გაიზარდა,“ – განაცხადა გავრილოვმა და მიუთითა, რომ ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგატების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა ისმოდა და ის მუქარის ავტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
"ვერ შეძლეს, რუსული დელეგაციის თავდასხმისა და მუქარისგან დაცვის უზრუნველყოფა“,
რუსეთის დუმის თავმჯდომარე: საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსული დელეგაციის დაცვა