გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე გურამ (გუკა) ამირხანაშვილი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მონასტერში გაშვებას სთხოვს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს. მათივე ცნობით, საგამოძიებო უწყებამ ამირხანაშვილს ამ მოთხოვნაზე უარი უკვე უთხრა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ეს ფაქტი ამირხანაშვილსა და ერთ-ერთ სამართალდამცველს შორის მიმოწერით დასტურდება.
გურამ ამირხანაშვილი ერთ-ერთია, ვინც გიორგი შაქარაშვილი ბოლომ ნახა. ის მაგისტრალის ინციდენტში თავადაც მონაწილეობდა.
ამირხანაშვილის ოჯახი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი შიმშილობას აპირებს: მისი მშობლები შიმშილობას იწყებენ