გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი დღეს განცხადების გაკეთებას გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, დეპუტატი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.
გიორგი ხოჯევანიშვილი განცხადებას მედიისთვის 12:00 საათზე გააკეთებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გახარიას გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას სრული შემადგენლობით დატოვებს.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ -მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის შექმნა დააანონსა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი 31 მარტს, ზუგდიდში დააფუძნებდა პარტიას, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.