15 თებერვალს ბერლინალეზე რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის – „მძევლები“ პრემიერა შედგა. როგორც იცით, ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელიც საქართველოში 1983 წელს მოხდა, თვითმფრინავის გატაცება ტრაგიკულად დასრულდა, გამტაცებლები კი სიკვდილით დასაჯეს.
„Variety“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველოში კინოსცენა აყვავებას განიცდის. ამისი დამადასტურებელია შთამბეჭდავი ახალი ტალღა, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, საქართველოდან მოდის, რეზო გიგინეიშვილი კი თავისი ფილმით, „მძევლები“ ამ მოძრაობის მომწიფების ერთგვარ წერტილს მონიშნავს.
ავტორი, ჯესიკა კიანგი წერს, რომ ამით არ უსვამს ხაზს, თითქოს „მძევლებს“ უფრო მეტი ძალა ჰქონდეს, როგორც ფილმს, ვიდრე გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულს“, ზაზა ურუშაძის „ოსკარზე“ ნომინირებულ „მანდარინებს“ ან რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლს“, რომელიც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს. უბრალოდ, „მძევლები“ აღნიშნავს იმ ახალი ათვლის წერტილს, საიდანაც ქართულმა კინომ შეიძინა თავდაჯერება და შეუძლია, თავად ჩამოაყალიბოს საკუთარი წესები მეინსტრიმისთვის, სულ ცოტა საკუთარ სახლში მაინც, ქვეყნის არცთუ შორეული ისტორიიდან მტკივნეული ამბის გაცოცხლებით, ეფექტურ ტრილერად.