გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დაიხურა, რაც თავად ბრალდებულმა გააპროტესტა.
„გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი“. – განაცხადა გოგი წულაიამ.
ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.
პროცესი თბილისის სასამართლოში დაწყებიდან მალე დაიხურა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმეში სექსუალური ძალადობის ნიშნების გამო მიიღო.
პროკურატურა მისთვის სავარაუდოდპატიმრობას, ადვოკატები კი გირაოს ან უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.
პროკურორი ამბობს, რომ ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ფაქტობრივი გარემოებებია ასახული.
გოგი წულაიას მეგობრები მომხდარს პოლიტიკას უკავშირებენ და ამბობენ, რომ გოგი წულაიას ქალი მიუგზავნეს.
გუშინ გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა.