LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავხდი აკადემიის წევრი და მექნება უფლება, ხმა მივცე კონკურსანტებს, რომლებიც საუკეთესო ჰოლივუდური ფილმებიდან არიან“ – ლაშა მძინარაშვილი

186
324045172_847401599675725_3490254453920519182_n

24 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ კასკადიორების ოსკარად წოდებულ, „Taurus World Stunt Awards“-ის ერთ-ერთ გამარჯვებული, მსახიობი, კასკადიორი  და მოცეკვავე, ლაშა მძინარაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ წარმატებაზე და მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა.

 ლაშა, მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული გახდი. როგორ მოხვდი ფილმში „King’s Man“, რომელმაც აღნიშნული წარმატება მოგიტანა?

ეს დიდი ისტორიაა, მაგრამ ვეცდები, მოკლედ მოვყვე. ჩემი იქ მოხვედრა განაპირობა დავით ხუბუასთან მუშაობამ, რომელიც კასკადიორთა ჯგუფის ხელმძღვანელი გახლავთ. ერთ დღეს ვიმუშავეთ და მეგობრულად მთხოვა, რაღაც მჭირდება და ჰონორარის გარეშე დამეხმარეო. მე მაშინ დათოს არ ვიცნობდი, მაგრამ ერთი სიტყვით, დავეხმარე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გავიდა 10 წელი და ისევ მირეკავს, მინდა, ასეთ პროექტზე გაგიშვა სამუშაოდო. ჯერ ვერ გავიხსენე, ვინ იყო, რადგან 10 წლის წინ, მხოლოდ ერთი დღით ვიმუშავე ამ ადამიანთან. მერე დათომ წარადგინა ჩემი კანდიდატურა კონკურსზე, სადაც 15 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. გავაგზავნეთ მონაცემები და დამიბარეს ლონდონში გადაღებებზე. იქაც ერთკვირიანი შერჩევა გავიარე და შემდეგ დამტკიცდა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი.

მსოფლიოს ტაურუსის დაჯილდოების ოფიციალური წევრი გახდი და უკვე ხმის მიცემის უფლებაც გაქვს, ამ დაჯილდოებაზეც ვისაუბროთ.

ამ თემამ ჩემი გამარჯვების შეგრძნებები განმიახლა. იმას აღარ ველოდი, რომ ოფიციალური წევრი გავხდებოდი და თან ხმის მიცემის უფლება მექნებოდა. გავხდი ამ აკადემიის წევრი და ყოველ წელს მექნება უფლება ჩემი ხმა მივცე კონკურსანტებს, რომლებიც მთელი მსოფლიოდან, საუკეთესო ჰოლივუდური ფილმებიდან არიან. მექნება საშუალება კოორდინაცია გავუწიო და გავაკეთო განაცხადი მათზე, ვისაც ტაურუსის დაჯილდოებაზე წარდგენის პოტენციალი აქვთ. ქართველებს მიეცემათ შანსი, რომ წარდგნენ ტაურუსის დაჯილდოებაზე და მე მათი წარმომადგენელი ვიქნები.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები