LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავიგებთ უახლოეს დღეებში მათგან ან იმ უწყებებისგან სადაც დასაქმდნენ“ – მიხეილ სარჯველაძე საპარლამენტო გუნდში ცვლილებებზე

145
Untitled design (1)

საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე. კითხვაზე ტოვებენ თუ არა მანდატს პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დადასტურება გაუჭირდება.

„გამიჭირდება დადასტურება. არ ვფლობ დეტალურ ინფორმაციას. თუ ეს სინამდვილეა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პროცედურის მიხედვით იქნება განხილული. გავიგებთ უახლოეს დღეებში მათგან ან იმ უწყებებისგან სადაც დასაქმდნენ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლებად დაინიშნნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს. ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და გიორგი ხელაშვილი ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები