LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავიარე გაჭირვება, შიმშილი, ბევრი უბედურება, მაგრამ გავიმარჯვე!.. ახლაც ვმუშაობ ვაჟკაცურად გამაქვს თავი მარტოს“ – 101 წლის მეცნიერი, რომელიც 100 ყველაზე საინტერესო ადამიანის სიაში მოხვდა  

463
ელენე მზა

„ადამიანი რომ დაიბადება იმას აქვს ნიშა, რაც უნდა გააკეთოს, რაც სტიმულს აძლევს ცხოვრებისას.. სიკვდილის აღარ მეშინია მე ჩემი ვალი მოვიხადე,“ – 101 წლის მეცნიერი, რომელიც მსოფლიოს 100 ყველაზე, საინტერესო ადამიანის სიაში მოხვდა – ელენე აბაშიძე, ტელეკომპანია იმედის გადაცემაში, „სხვა რაკურსი“ საკუთარ ისტორიას ჰყვება.

საუბრობს ცხოვრებაზე, რომელიც სავსე იყო ტკივილით, სიხარულით დაცემით და გამარჯვებით, ამბობს, რომ არაფერს ნანობს, რომ ახლაც საკუთარ თავს მარტო უვლის და მადლიერია ყველაფრით რაც აქვს.

„წიგნი დავწერე „ამაგდარი“ – მე ამაგი დავუფასე ღმერთს და მშვიდად მივდივარ ამ ქვეყნიდან..

ძალიან მხრიარული ვიყავი.. 18 წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი ჭიათურიდან, ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, ამერიკის ღირსების ორდენით ვარ დაჯილდოვებული და საქართველო არც კი მიცნობს..

ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარე.. გაჭირვება, შიმშილი, ბევრი უბედურება, მაგრამ გავიმარჯვე.

სულ მიხაროდა დილით რომ ავდგებოდი, სულ ვმღეროდი, ვიცინოდი..

ახლაც ვმუშაობ გადაცემა მიმყავს..

არაფერს არ ვნანობ, ახლაც ვაჟკაცურად გამაქვს თავი მარტოს,“- ამბობს ელენე აბაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები