LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაველურებული ჩაის პლანტაციების სრული რეაბილიტაცია გრძელდება

103

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების სრული რეაბილიტაცია გრძელდება.

პროგრამის ფარგლებში შპს „ანასეულის ექსპერიმენტალური ჩაის ფაბრიკას“ და შპს „კოლხი 2018”-ს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში და ოზურგეთში, სოფელ ანასეულში ჯამში 24.3 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიტოვებული ჩაის პლანტაციები გადაეცა.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 493.62 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. პირობების მიხედვით, ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები