LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს” – ცეზარ ჩოჩელი

164
ცეზარ ჩოჩელი

“ე.წ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაც კი ქვეყნისთვის მავნებლური და დამღუპველია – კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მისი მიღება შედის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრების და რუსეთის ინტერესებში”, – აცხადებს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.

“ქართული ლუდის კომპანიის” დამფუძნებელი ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. მისი განცხადებით, ქართული ბიზნესი, სოფლის მეურნეობა სწორედ უცხოური დამფინანსებლების წყალობით დგას ფეხზე.

“ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია… რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს” – თემურ ჭყონია

“90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, არ მინახავს რუსეთის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერების შვილებს და ახლობლებს განათლების მიღება მოეწადინებიათ რუსეთში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ის ხალხი, ვინც ინიციატივით გამოდის ამ კანონის მიღებით, მათი შვილები, ახლობლები ყველა სარგებლობს ევროპული სიკეთით. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: რა არის ამ კანონის მიზანი?! თვითონ სურთ მიიღონ ევროპული განათლება, თვითონ სურთ ჰქონდეთ ქონება ევროპაში, იცხოვრონ ევროპაში, ბიზნესი აწარმოონ ევროპაში და ჩვენ და ჩვენი შვილები დავრჩეთ რუსეთის კოლონიად? დღეს, როგორც არასდროს, ისე გვინდა ქართველ ხალხს ერთიანობა. ყველა, იმისდა მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ვის რა სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობა, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა ვუთხრათ ამ კანონს არა!

აქვე, მინდა გითხრათ, როგორც ოკუპირებული ახალგორის მკვიდრმა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ არა ევროპა, რომ არა ამერიკის მხარდაჭერა, დღეს ჩვენი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა. დღევანდელი კანონი ჰგავს კუდიანებზე ნადირობას. როდესაც უცხოურ აგენტებად ვაცხადებთ ადამიანებს, მათი დამფინანსებლები ჩვენთან მტრულად განწყობილი ორგანიზაციები არიან? რომელთა წყალობითაც ფეხზეა დამდგარი ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, დემოკრატიზაციის პროცესები და ასე შემდეგ. თუ ეს ორგანიზაციები 2012 წლამდე და 2012 წელს ითვლებოდნენ დემოკრატიის მხარდამჭერ შუქურებად დღეს რა გვემართება?

„უცხოური ფონდების და სტიპენდიების გარეშე ვერ შევძლებდი ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლას... არ მინდა ჩემმა შვილმა ომსკში ან პეტერბურგში ისწავლოს“ - ზურა შევარდნაძე

ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტს, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე.

მინდა მოვუწოდო ყველა პატრიოტ ადამიანს, მიუხედავად თავისი სოციალური მდგომარეობისა, ეს იქნება ბიზნესის წარმომადგენელი, სახელისუფლებო მოხელე თუ სხვა. ყველამ ერთად ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ ჩვენი მომავალი იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ევროპა და ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას მომავალი არ აქვს.

პ.ს მინდა მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ დაუშვებენ იგივე შეცდომას, რაც დაუშვა ყველა წინამორბედმა – მათ მიერ მიღებული კანონები, მუშაობდნენ მათსავე წინააღმდეგ. მინდა გულწრფელად გითხრათ, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ხელისუფლებიდან წასვლის, მერე შესთავაზა თავშესაფარი. თქვენ, ამასაც ვერ მოესწრებით – გასაქცევი არსად გექნებათ.

გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს
გავჩუმდი მაშინ, როცა არ მომეცით ახალი პროექტების განვითარების საშუალება
არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს”, – აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

“ამას ექნება გავლენა ეკონომიკაზე… უზარმაზარ დახმარებაზეა საუბარი, რომელიც ეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას” – სოსო ბერიკაშვილი

“ანტიცივილიზაციური სამარცხვინო მავნებლობის გარდა… ყველა გრანტი და სესხი, რასაც სახელმწიფო იღებს რომ გააჩერონ, პირველივე წელს მშპ-ს ვარდნა მინიმუმ 15% იქნება” – თენგიზ შერგელაშვილი

“შეუძლებელია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა იყოს იზოლირებული მსოფლიო ცივილიზაციებისგან” – გიორგი კოდუა