LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას, თუ ეს მოხდება” – ტრამპი ერდოღანს ემუქრება

451
download

თურქეთის მიერ სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას დონალდ ტრამპი ეხმაურება. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ერდოღანი ქურთებს გაანადგურებს, ამერიკა თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში, მედიასთან საუბრისას გააკეთა.

„მე გავანადგურებ თურქეთის ეკონომიკას, თუ ეს მოხდება. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე პასტორ ბრანსონის შემთხვევაში. ვიმეოდვნებ, რომ ის რაციონალურად იმოქმედებს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ისინი ერთმანეთს ათეულობით წელია ებრძვიან“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით ემუქრება

თურქეთმა სირიაში სამხედრო მოქმედებები 9 ოქტომბერს დაიწყო. ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სირია ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს.

„ჩვენ აღნიშნულ რაიონში სამხედროები არ გვყავს.თურქეთთან მლაპარაკებებს სამი წელია ვაწარმოებთ. მათ ამის გაკეთება მრავალი წელია სურდათ. როგორც იცით, ისინი ერთმანეთს საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ. ჩვენ ჩავერთეთ ამ ბრძოლაში, ჩავერიეთ, ეს 30 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ჩვენ იქ მრავალი წელი ვიყავით. ახლა გასვლის დროა. ჩვენ ორივე მხარეს ველაპარაკებით. ვუთხარით პრეზიდენტ ერდოღანს, რას ვგრძნობთ, თუმცა ჩვენ ორივე მხარეს ვესაუბრებით და განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ სიტუაციიდან. თუმცა აღნიშნულ რაინში სამხედროები არ გვყავს. ჩვენ გავდივართ დაუსრულებელი ომებიდან, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და საბოლოოდ ვინმემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, საავიაციო და საარტილერიო შეტევას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. სირიის საზღვრისპირა ქალაქებს ათასობით ადამიანი ტოვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები