LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს პანდემია არ გადაიქცეს არავაქცინირებულთა პანდემიად – ევროკომისიის პრეზიდენტი

86
1

“კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა დაჩქარდეს, რათა თავიდან ავიცილოთ “არავაქცინირებულთა პანდემია”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს მოუწოდა, გააკეთონ ყველაფერი, რათა ასე არ მოხდეს.

ლაიენი მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ და გაზარდონ ვაქცინების წარმოება, ასევე ხელი შეუწყონ კოვიდვაქცინების სამართლიან გადანაწილბას. 

სიტყვით გამოსვლის დროს მან ისაუბრა ევროკავშირის მომავალი წლის პრიორიტეტებზე, ყურადღება გაამახვილა ამბიციურ მიზნებზე, მათ შორის ბლოკის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის შესახებ და გააფრთხილა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომ ამ მსრივ მომავალი წელი კიდევ ერთი გამოცდა იქნება.

ევროკომისიის მთავარი გზავნილი კი სწორედ ეს მოწოდება იყო: “მოდით, გავაკეთოთ რაც შეიძლება ყველაფერი ისე, რომ ეს პანდემია არ გადაიქცეს არავაქცინირებულთა პანდემიად”.