LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავაგდოთ პსჟ და სიტი ევროპიდან: საიდან მოაქვთ ამდენი ფული

46

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა უეფას 44 გვერდიანი მოხსენება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც პსჟ-ს და “მანჩესტერ სიტის” ევროტურნირებიდან მოკვეთას ითხოვს.

ლა ლიგის პრეზიდენტის მტკიცებით, ორივე ევროპულმა გრანდმა უხეშად დაარღვია უეფას ფინანსური ფეირ-პლეის პრინციპი, რის გამოც ევროტურნირებიდან უნდა მოიკვეთონ. ტებასმა, ჯერ კიდევ აგვისტოში, ნეიმარის 222 მილიონ ევროდ განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ გაგზავნა უეფაში საჩივრის წერილი.

“ვხედავდით, რომ პსჟ და “მანჩესტერ სიტი” უკანასკნელ წლებში საკმაოდ მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებდნენ. მათი რეალური შემოსავლები ამ ინვესტიციების პროპორციული არაა. მათ ფიქტიური სპონსორი ჰყავთ ყატარის ხელისუფლების სახით. “რეალს”, “ბარსელონას”, “ბაიერნს” და “მანჩესტერ იუნაიტედს” მსგავსი ფუფუნების შესაძლებლობა არ აქვთ.”

“ფინანსური თვალსაზრისით “პარი სენ ჟერმენი” კვლავ განაგრძობს მაქინაციებს”, – ციტირებს ტებასის სიტყვებს L’Equipe.

ლა ლიგის წარმომადგენლებმა უეფაში 44 გვერდიანი მოხსენება გაგზავნეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2014 წელს “პარი სენ ჟერმენმა” 344 მილიონი ევროს ინვესტირება განახორციელა. იმავე პერიოდში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” 237 მილიონი ევროს ინვესტირება მოახდინა. რაც შეეხებათ ესპანურ გრანდებს: “რეალი” – 224 მილიონი ევრო, “ბარსელონა” – 185 მილიონი ევრო. ამასთანავე პარადოქსულია, რომ “პარი სენ ჟერმენის” შემოსავალი ტელეტრანსლაციების შედეგად გაცილებით უფრო ნაკლებია (44 მილიონი ევრო) ვიდრე “რეალის” – 121 მილიონი ევრო.

ლა ლიგის მოხსენებაში, აგრეთვე აღნიშნულია, რომ პსჟ-ს მიერ ყატარის ხელისუფლებასთან გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი 73%-ით მეტია – ვიდრე “რეალის”, “ბარსელონას” და “მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ სპონსორებისგან მიღებული შემოსავალი.

ხავიერ ტებასის მტკიცებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია წლის ბოლომდე დაელოდება უეფას დასკვნას. იმ შემთხვევაში, თუ უეფა გუნდების წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს არ გამოიტანს – ლა ლიგა ევროკავშირს მიმართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები