LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავაჩეროთ ხაზარაძის, მელიას, სააკაშვილისა და გვარამიას საქმეები – მარგველაშვილი პოლიტიკური მორატორიუმის ინიციატივით გამოდის

206
მარგ

მარგველაშვილის განცხადებით საჭიროა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში მორატორიუმი გამოცხადდეს ისეთ საქმეებზე, რომლებიც ეხება, მამუკა ხაზარაძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას საქმეებს.

მეოთხე პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს ის საქმეებია რაც მიიჩნევა, რომ არის პოლიტიკურად მოტივირებული.

“ჩვენ არ ვამბობთ რომ ისინი არიან ან არ არიან დამნაშავეები. ჩვენ ამ პროცესს გარკვეულწილად ვაჩერებთ და შესაბამისად საუბრის წინაპირობა არ უნდა იყოს მიმდინარე დევნა ან პატიმრობა.” – განაცხადა მარგველაშვილმა

„გადავწყვიტოთ, გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ ჩვენი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეები არის სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები, ანუ ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი, როცა ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა. ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, უბრალოდ, წინაპირობად ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ამ მრგვალ მაგიდასთან, ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ჩვენი უმთავრესი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ამ ნაწილში ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები