LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავა დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში, ან ვინ თქვა შესვლაზე უარი: პრემიერი პოლიტიკურ კრიზისზე

45
FORTUNA.GE- (4)

“მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება ის, რასაც თქვენ ახლა პოლიტიკურ კრიზისს ეძახით. უფრო მეტსაც გეტყვით, არავის ემახსოვრება კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში, ან ვინ თქვა შესვლაზე უარი.” – პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ ერთვება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში – პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, გაივლის დრო და ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ, როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და ეკონომიკურ კრიზისს:

“დღეს ეს საკითხები დგას პრიორიტეტების ნუსხაში ზედა პირველ რიგებში და სხვა ყველაფერი შემდგომ. მერწმუნეთ, ადამიანურად მართლა ვთვლი, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის ძალზედ მოკლევადიანი მიმდინარე პროცესი და ვერც დავარქმევ მე მას კრიზისს. პარლამენტი ფუნქციონირებს, მთავრობა ფუნქციონირებს,  გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში შეზღუდული არ არის და დემოკრატიული პროცესი ვითარდება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ეპიდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება.” – აღნიშნა გახარიამ.