LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაუსინჯე თბილისს გემო“ ბრუნდება

139
გემო

21-22 და 28-29 ოქტომბერს თბილისში, დედა ენის ბაღში, გასტრონომიული ფესტივალი „გაუსინჯე თბილისს გემო“ გაიმართება.

ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვანი სტრიტ ფუდ კერძების, ქართული ნატურალური ღვინის, ლუდისა და სიდრის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.

წელს ფესტივალს ვეგეტარიანული სივრცეც დაემატება, სადაც სხვადასხვა მცენარეული კერძი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალზე, რომელიც ცოცხალი მუსიკით გაფორმდება, მცირე მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე, ბავშვებისთვის გასრთობი სივრცეები მოეწყობა.

„გაუსინჯე თბილისს გემო“ პირველად 2019 წელს ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები