LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუსინჯე მომავალს გემო – კოკა-კოლამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი პროდუქტი შექმნა

151
New Project

კოკა-კოლამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი პროდუქტი, Y3000 შექმნა.

როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მისი ახალი ქმნილება უშაქროა, თუმცა მას მომავლის გემო აქვს – Y3000-ს შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ დადგება დღე, როდესაც ადამიანი და ტექნოლოგია განუყოფელი გახდება. ციფრული შთაბეჭდილების მისაღებად კოკა-კოლა ბოთლზე QR კოდის დასკანერებასაც გვთავაზობს.

Y3000 ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ამ ქვეყნებს  შორის, როგორც ინოვაციების ჰაბი, საქართველოცაა. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამსახურებით ქართველ მომხმარებელს Y3000-ს დაგემოვნება დღეიდან შეეძლება.

Y3000-ს შექმნაზე Coca-Cola Creations-მა იზრუნა. ეს მეოთხე პროდუქტია, რომლითაც ეს გუნდი თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობას და მომხმარებლისთვის საუკეთესო ტრადიციების განსხვავებული ფორმით მიწოდებას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები