LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაუქმებულია – გაუქმებულია”​ – აქცია-პერფორმანსი „ქართული ოცნების“ ოფისთან

248
vcbh

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა შენობასთან სამგლოვიარო მუსიკის თანხლებით ყვავილების გვირგვინი მიიტანეს წარწერით „გაუქმებულია გაუქმებულია”. მათი თქმით, ეს “ქართული ოცნების” პანაშვიდია. შეკრებილებმა განმარტეს, რომ ამ ფორმით სოციალურ ქსელებში გამოვლენილი ყალბი ანგარიშებისა და გვერდების წაშლას ეხმაურებიან. აქტივისტები სახელმწიფოსგან აღნიშნული ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.

„როგორც ეს ტროლ-ქარხანა დასამარდა ქართული საზოგადოების მიერ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ისე დასამარდება „ქართული ოცნება“. როგორც ეს ტროლ-ქარხანა იყო სიძულვილზე, ზიზღსა და ანტიდასავლურ ნარატივზე დაფუძნებული, ასევეა „ქართული ოცნების“  მთლიანი პოლიტიკა, ხელისუფლება და რეჟიმი“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

“სირცხვილიას” აქტივისტების შეფასებით, ხელისუფლებამ საქართველოში რუსული პრაქტიკა განახორციელა.

„ამ ყველაფრის უკან „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დგას. გვერდების შექმნასა და მართვაში ძალიან დიდი ფული დაიხარჯა, რასაც უბრალო აქტივისტები ვერ გააკეთებდნენ. ეს არის ცნობილი რუსული პრაქტიკა, რომლითაც პუტინი მართავს ქვეყანას და ბიძინა ივანიშვილმა სხვა ყველა პრაქტიკასთან ერთად ესეც გადმოიტანა საქართველოში“, – აცხადებს აქტივისტი.

შეგახსენებთ, სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 ყალბი ანგარიში გააუქმა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, ყალბი ანგარიშებით, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს, ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ. სულ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში წაიშალა.

“გაპრავების სამარცხვინო მცდელობა…” – პანდას გამოხმაურება და ინტერნეტმომხმარებლების რეაქციები (ვიდეო)