LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუქმდება თუ არა მიმდინარე ფესტივალები – ამირან გამყრელიძის განმარტება

95
ფესტივალები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ფესტივალების გაუქმება, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებში ნამდვილად იყო. ამასთან, როგორც მანვე თქვა, კიდევ ბევრი რეკომენდაცია იყო, თუმცა, ამას ღია ეთერებში ვერ განაცხადებენ.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, საბჭომ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეკომენდაციები გასცა.

„საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია გვქონდა არამხოლოდ შეზღუდვებთან, არამედ აცრების გაფართოებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ჩვენი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. საბჭომ ამასთან დაკავშირებით სამინისტროს დავალება მისცა, რომ უნდა შემუშავდეს რამდენიმე სცენარის ვერსია, რომელსაც სამშაბათს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს. ამიტომაც, წინასწარ ვერაფერს დავაანონსებ“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია, სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში 25 000-26 000-მდე ვაქცინაცია დაფიქსირდება, ეპიდსიტუაციის შეჩერება შესაძლებელია.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია. რეპროდუქციის ინდექსმა ცოტა გუშინ დაიწია. სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია. განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისგან ჩვენ ახლა კიდევ სხვა იარაღი გვაქვს, რაც ვაქცინაციაა. სრულად აცრილი გახლავთ 4.8 მთელი მოსახლეობის, ხოლო მოზრდილი მოსახლობის 6.2 %-ია.

ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება აცრის პროცესი. ყოველდღიურად ახალ-ახალი კაბინეტები და სივრცეები ემატება. ერთ-ერთი მთავარი ჩვენი მიმართულება გახლავთ და კარგი იქნება, თუ ავედით დღის განმავლობაში 25 000-26 000 აცრამდე, ეს მიღწევადია. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ამ სამი თვის განმავლობაში ეპიდემიას ნამდვილად შევაჩერებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები