LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაუპატიურების შესახებ მეგობარს უამბო.. მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან“ – რა ინფორმაცია ვრცელდება 13 წლის ბავშვთან დაკავშირებით, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც მამა დააკავეს

2235
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

ბათუმში 13 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციაში „იალქანი“ აცხადებენ, რომ მოზარდს ექსპერტიზა თბილისში უტარდება. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მომხდარის შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო, რის შემდეგაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.

თიკო აბაშიძის თქმით, 13 წლის გოგონა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.

„აღნიშნული მოზარდის კლასის ხელმძღვანელმა გვთხოვა, რომ აკადემიური უნარების გაუმჯობესების მიზნით ის ჩვენს ორგანიზაციაში მიგვეღო. პანდემიის პერიოდში ჩვენთან იმყოფებოდა და მასზე სოციალური სამსახური მონიტორინგს ახორციელებდა.

რვა თვეა გოგონას ჩვენი სერვისი შეწყვეტილი აქვს, მზრუნველობას ბებია უწევდა, იგი მამის დედასთან ცხოვრობდა. მამა ამ ხნის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.

მეზობლების ინფორმაციით, ბებია და მამა სისტემატურად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახლიდან ხმაური ისმოდა. გაუპატიურების შესახებ გოგონამ მეგობარს უამბო და შემდეგ შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რაც შეეხება დედას, მას სხვა ოჯახი ჰყავს და ბავშვს მინიმალური კონტაქტი ჰქონდა დედასთან, ასე ვიცით, სტუმრად მიდიოდა. ბავშვს ამ დროისათვის თბილისში ექსპერტიზა უტარდება“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის „იალქანი“ ხელმძღვანელი.

13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

 

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“