მოქმედი პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში სხვა დეტალებზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
გამოძიება გაუპატიურების, სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.