LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაუმარჯოს დედოფალს“: ქართველ ჩემპიონებზე ფილმი გამოდის

179
bffaac5744b45a5b2b27235469ca9d37

ოთხი ქართველი ჩემპიონი ქალის ამბავი ეკრანზე გაცოცხლდება. მალე გამოვა დოკუმენტური ფილმი „გაუმარჯოს დედოფალს“, რომელიც საქართველოს, ავსტრიისა და სერბეთის ნაწარმოებია.

ფილმი მოგვითხრობს სახელგანთქმული ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის – ცხოვრებაზე, მათ წარსულსა და აწმყოზე.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია.
ნონამ ტიტული მაია ჩიბურდანიძესთან დათმო. მაია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.
მსოლფიოს 6-გზის ჩემპიონის ჩიბურდანიძის 14-წლიანი დედოფლობა ხანგრძლივობით მესამე იყო, ჩამორჩება რა მხოლოდ პირველ ქალთა ჩემპიონს ვერა მენჩიკს (18 წელი) და გაფრინდაშვილს (16 წელი).

გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან ქართველმა ქალებმა ჭადრაკში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი სულ სხვა დონეზე აიყვანეს.
უამრავი დროის განმავლობაში მსოფლიო ჭადრაკში სწორედ ქართველი ჩემპიონი ქალები დომინირებდნენ.

ფილმია რეჟისორია თათია სხირტლაძე, სცენარიც მას და ინა ივანჩეანუს ეკუთვნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები