LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გაუძელი, ძლიერად დარჩი, არასოდეს დანებდე.. მამაშენსაც გაუხარდებოდა.. რომ ჩამოვალ, ჩემს მაისურს გაჩუქებ“ – ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური მიმართვა სამაშველო ოპერაციისას დაღუპული მაშველის ვაჟს

3651
BeFunky-collage (1)

სოციალურ ქსელში ვრცელდება იტა­ლი­უ­რი “ნა­პო­ლი­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­ის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მიმართვა გუდაურში ტრაგიკულად და­ღუ­პუ­ლი მაშ­ვე­ლის, კახა ტორ­ჩი­ნა­ვას შვი­ლის გასამხნევებლად ჩაწერილი ვიდეომიმართვა.

როგორც ირკვევა, მაშველის ვაჟიც ფეხბურთს თამაშობს.

“ვიცი, რომ რთუ­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს უნდა გა­უძ­ლო და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. შენ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხარ და მა­მა­შენ­საც გაუხარდებოდა, რომ შენ ძლი­ე­რად და მაგ­რად ყო­ფი­ლი­ყა­ვი. ის ყო­ველ­თვის თვალს გა­დევ­ნებს, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერ­ში ბო­ლომ­დე უნდა და­ი­ხარ­ჯო და ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნო. გა­უ­ძე­ლი, ძლი­ე­რად დარ­ჩი, არას­დროს და­ნებ­დე და აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

რომ ჩამოვალ, ჩემს მა­ი­სურს გა­ჩუ­ქებ და ერ­თმა­ნე­თიც კარ­გად გა­ვიც­ნოთ, მე შენს გვერ­დში ვარ“, – ამ­ბობს კვა­რა­ცხე­ლია ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

 

პარასკევს, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა, მათ შორის მაშველი, კახა ტორჩინავა, რომელიც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში 16 წელი მუ­შა­ობ­და და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სი­ცო­ცხლე იხ­სნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების – ლევან ჩოხელის, ზაზა ლორიას, დიმა ქააძის, ანდრო ქუჯოშვილის, მაშველების – კახა ტორჩინავას და გიორგი მარგიანის, ექიმების – ქეთი გულაგაშვილის და გიორგი ვენეცკის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდი 14:00 საათამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები