15 წლის ნინო ჯარიაშვილი, რომელსაც 5 დღეა ეძებენ, ბოლოს ბათუმში ნახეს. მოზარდის მამა ამბობს, რომ შვილმა სახლიდან წასვლამდე დედას ბარათი დაუტოვა, სადაც ეწერა, რომ მისი მოძებნა აღარ სცადონ. მისივე თქმით, წერილში საუბარია, სავარაუდოდ, კონფლიქტის შესახებ ნინო ჯარიაშვილსა და დედას შორის. თუმცა, მამა დაზუსტებით ვერაფერს ამბობს, რადგან ის ცოლთან გაშორებულია.
უკვე მეხუთე დღეა 15 წლის ნინო ჯარიაშვილს ეძებენ
რას ჰყვება მოზარდის მამა
რაღაც წერილი დაუტოვებია, რომ თქვენთან ცხოვრება არ მინდა, თუ რაღაც ასეთი მსგავსი, მეტი არაფერი არ ვიცი. ბათუმში შეამჩნიესო, ბათუმში არის დაფიქსირებული და ტერიტორიულად არის ბათუმშიო, ეს გავიგე, მეტი არაფერი. სად არის, როგორ არის, რას აკეთებს, ვისთან ერთად არის, ცოცხალია, მკვდარია არ ვიცი. ვინც კი ვიცოდი, მაგის მხირდან მეგობრები, დაქალები ყველა ვნახე აბოლუტურად, ვერსად ვერ ვპოულობ. ამიტომ მივმართე პოლიციას, იქნება რამენაირად დამეხმარონ, ბავშვი მაპოვნინონ, მაგრამ იქიდანაც არანაირი შედეგი არ არის, ჯერჯერობით, – ამბობ დაკარგულის მამა.
როგორც ცნობილი გახდა, არასრულწლოვანი სახლიდან ადრეც წასულა. ის დაახლოებით ერთი თვის წინაც დაიკარგა და ბოლოს მან თავად მიმართა ქობულეთში, სოციალურ სამსახურს და სახლში დაბრუნდა.