LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გათენდება თუ არა სოფლის ყველა მცხოვრები იკრიბება და დამწვარ სახლს ყველა იმას უკეთეს რაც შეუძლიათ.. მალე 6 ბავშვს საკუთარი ჭერი ექნება“ – აკა სინჯიკაშვილი

314
Capture

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სვანეთში რამდენიმე დღის წინ დამწვარი სახლის აღდგენა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 6 ბავშვს საკუთარი ჭერი ექნება.

“რაღა თქმა უნდა კარგი ამბები. სვანეთში დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ დამწვარი სახლის აღდგენა. 6 ბავშვს საკუთარი ჭერი ექნება, საჭმელი და სასმელი არ მოაკლდებათ ზამთარში და სახლიც მალე იქნება ისე, რომ ცხოვრება შეიძლებოდეს.

არ შემიძლია ამ სოფელზე არ გითხრათ. ასეთი ხალხი მართლა არსად და არცერთ სოფელში არ მინახავს.
ყველა დილას, გათენდება თუ არა, უკლებლად ყველა ამ სოფლის მაცხოვრებელი იკრიბება დამწვარ სახლთან და ყველა იმას უკეთებს, რაც შეუძლია. ვის საჭმელი მოაქვს, ვის ტანსაცმელი. ვისაც ოდნავ რამე შეუძლია, ყველანი ოჯახის გვერდით არიან.

ნაღდი ადამიანების სოფელია, სოფელი ხელედი.

თქვენი სადღეგრძელოც რაღა თქმა უნდა განსაკუთრებულად თქვეს.. თქვენი, ყველასი, ვინც ოდნავი წვლილი შეიტანეთ იმაში, რომ პატარებს სახლი დავუბრუნოთ.

მილიონი მადლობა თქვენ ყველას”, – წერს აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები