„მიშა მშვილდაძე და ეს ადამიანები ალბათ გახსოვთ რა ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ, როგორი აგრესიული ენა იყო მათი მხრიდან და შეურაცხყოფები, შესაბამისად, არცერთი მსგავსი განცხადების გატარებას არ ვაპირებთ“, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
დეპუტატი გადაცემაში „დღის თემა“ ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის პასუხი დეზინფორმაციის გავრცელებასა და ბულინგზე.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან რაც ბოლო პერიოდში აქტიურად ხორციელდება ეს არის დეზინფორმაციის კამპანია, ეს არის ბულინგი, აგრესიული ენა. შესაბამისად, კონკრეტულ ადამიანებს ამაზე ჰქონდათ ისეთი რეაქცია როგორიც ჰქონდათ. რა თქმა უნდა აგრესია არავისთვისაა მისაღები. მეტიც, აქ კონკრეტული მიმდინარეობა აქვს თითოეულ ამ საქმეს, თუმცა, არცერთ შემთხვევაში, როდესაც მათი მხრიდან იქნება გაცხადებული და დაძახებული ჩვენი მისამართით ან პრორუსი ან რაიმე მსგავსი შეურაცხმყოფელი, დამცინავი და მათი მხრიდან ყოვლად მიუღებელი განცხადებები, რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი პასუხი, რომელიც გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტით. ასევე ეს იქნება საკმაოდ მკაცრი პოლიტიკური პასუხი. ყველაზე მეტად ვისაც რუსული საქმე უკეთებია ეს არის ნაცმოძრაობა და დღეის მდგომარეობით ეს არის კოლექტიული ნაცმოძრაობა“ – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.
„ოცნება“ რაც უფრო კარგავს ხალხის მხარდაჭერას, უფრო აგრესიული ხდება – დავით ჭიჭინაძე