პოლიციელებმა ძებნაში მყოფი Ford Expedition გააჩერეს და შიგნით ბურბონის ბოთლი, რადიოაქტიური ურანით სავსე კონტეინერი და გველი აღმოაჩინეს.
გატაცებული ავტომობილი ოკლაჰომას შტატში იპოვეს და გარდა ზემოთჩამოთვლილისა შიგნით ცეცხლსასროლ იარაღსაც გადააწყდნენ.
ავტომობილის მძღოლს ბრალი გატაცებაში, საჭესთან სპირტიანი სასმელის მიღებასა და ყალბი მართვის მოწმობისთვის წაუყენეს. დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი საქმეს კიდევ უფრო გაართულებს. ხოლო რაც შეეხება ურანს, მძღოლმა მისი არსებობა თუ წარმომავლობა ვერაფრით ახსნა.
ჩრიალა გველის მისამართით კი კითხვებიც არ გაჩენილა.