2 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.
კლუბის ისტორიაში მეშვიდედ ქუთაისის „ტორპედო“თასის ფინალში იასპარეზებს. თბილისში, „დინამო არენაზე“ დაძაბულ და პრინციპულ დაპირისპირებაში ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „დინამო“ 3:2 დაამარცხა.
თასის ფინალში პირველად იასპარეზებს მარტვილის „მერანი.” პირველლიგელმა „მერანმა“ უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფის ლიდერს – საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა მეტოქე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება.
დინამო თბ – ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (30), 1:2 ქიმაძე (47), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63)
მერანი – ჩიხურა 3:0
მარტვილი, „მურთაზ ხურცილავა“
გოლები: 1:0 ქანთარია (35), 2:0 წყაროზია (პენ) (53), 3:0 წოწონავა (90)