სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
მათივე ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს.
ამავე მონაცემების თანახმად, 2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, 3.1 პროცენტით ნაკლებია.
11 ათასზე მეტი ქორწინება და 7 ათასამდე განქორწინება – 2022 წლის 6 თვის მონაცემები