LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს, კახეთის რეგიონს ფილიპინებიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ ამერიკიდან და კორეიდანაც კი სტუმრობდნენ

98
shutterstock-546526705

გასული წელი კახეთის რეგიონისთვის, ტურისტული თვალსაზრისით, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – ამის შესახებ საუბარია Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კახეთი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მხარეა, რომელიც მუდმივად იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს. კულტურულ-ისტორიულმა მემკვიდრეობის ძეგლებმა, ღვინის მარნების სიმრავლემ, კლიმატმა, თუ მრავალფეროვანმა ბუნებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონის წამყვან ტურისტულ ლოკაციად ფორმირებას.

კვლევის მიხედვით, დღეისათვის კახეთის რეგიონის რუკაზე 130-ზე მეტი ტურისტული ადგილია აღნიშნული, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას.

„2019 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა რეგიონისთვის, ვინაიდან გასულ წელს კახეთში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა განვლილ წლებთან შედარებით. ადგილობრივი ვიზიტორების წლიურმა ზრდამ 2018 წელთან შედარებით 11%-ს მიაღწია, თუმცა აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რიცხვმა 17.5% იკლო იმავე წელთან შედარებით. ასეთი მკვეთრი ვარდნა უცხოელ ვიზიტორებში არის პირდაპირი ასახვა გავრილოვის ღამისა და რუსეთიდან პირდაპირი ავიარეისების გაუქმებისა. მიუხედავად გასული წლის ნეგატიური სურათისა, 2020 წლის პირველ კვარტალში კახეთში ვიზიტორების რაოდენობა 2.8% გაიზარდა (83,325 ვიზიტორი) წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ამათგან, ადგილობრივი ვიზიტორების წილი სრული ტურისტების 84%-ს შეადგენდა, ხოლო უცხოელებისა მხოლოდ 16%-ს“, – წერია Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაში.

Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ გამოკითხული სასტუმროების წარმომადგენელების თქმით, მიმდინარე სეზონზე სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს რეზიდენტები, ან პანდემიის პერიოდში საზღვრების ჩაკეტვის გამო ქვეყანაში დარჩენილი უცხოელები არიან. რაც შეეხება გასულ წელს, ქართველებისა და უცხოელი სტუმრების რაოდენობა თანაბრად გადანაწილდა გამოკითხულ განთავსების საშუალებებში. მათივე თქმით, სტუმრები როგორც საქართველოდან, ასევე სამხრეთ და ჩრთილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და ოკეანეთის ისეთი ქვეყნებიდან ჰყავდათ, როგორებიცაა: კორეა, ფილიპინები და ავსტრალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები