LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს გაკეთებული გზა ისევ დაიტბორა – ვითარება თუშეთის გზაზე [ვიდეო]

191
etu

თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შემდეგ გასულ წელს რეაბილიტირებული გზა ისევ წყლით დაიფარა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოდან ჩანს, გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეუძლებელია.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეხვედრა ხვალ არის ჩანიშნული და პრობლემის მოგვარება დაიწყება.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.

გზის აღნიშნული მონაკვეთი გასულ წლებში რამდენჯერმე დაზიანდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები