უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ დღე-ღამეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ხუთი საავიაციო და 40 სარაკეტო იერიში განახორციელეს.
„ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს მცდელობებს გაარღვიოს ჩვენი ჯარების თავდაცვა. 26 დასახლებული პუნქტი ტანკებისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა… დამპყრობლებმა ასევე განახორციელეს ავიაიერიში კლეშჩიევკას მახლობლად“, – ნათქვამია მოხსენებაში.
რუსებმა ბახმუტისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარული დახმარების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო აქტივობა იზრდება ოკუპირებულ მარიუპოლში და ქალაქის გარშემო.
პარალელურად, ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ რუსული ჯარების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები ხუთჯერ დაბომბა.