LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ დღე-ღამეში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს – დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ჯარისკაცი

51
უკრაინა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 5-ჯერ დაარღვიეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენების თანახმად წერს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად, ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და დაიჭრა კიდევ სამი ჯარისკაცი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები