LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი“ – მეუფე იობი

228
იობი

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს.

„გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი“, – განაცხადა რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტებთან.

ის აღნიშნავს, რომ „მოხდა შელაპარაკება ერისკაცებს შორის და შემდეგ ამას მოჰყვა ყველაფერი“.

კითხვაზე, რა კავშრი ჰქონდა ამ შელაპარაკებასთან სასულიერო პირის მხრიდან გასროლას, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ „ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. სასულიერო პირებს შორის არ ყოფილა დაპირისპირება, მამა საბამაც გააკეთა ამაზე განცხადება და მამა დავითიც იტყვის ალბათ“.

შეგახსენებთ, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით დაკავებულ სასულიერო პირს 29 აპრილს გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო. სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები