LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასქოინი ისევ ლოთობს

30

ერთ დროს ევროპული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი პოლ გასქოინი, რომელმაც ჯანმრთელობა, ფული და ცხოვრება სასმელს გადააყოლა, კიდევ ერთხელ გახდა ცუდად. მან გონება დაკარგა და არაფხიზელ მდგომარეობაში სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს.

48 წლის ინგლისელი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჰემპშირის ერთ-ერთ გამაჯანსაღებელ ცენტრში ნახეს. გასქოინი სისხლიანი იყო, რადგან გონებადაბინდული წაიქცა და ხელი გაიჭრა.

„არასოდეს არავინ არ მინახავს ალკოჰოლისგან ასე განადგურებული. ის გამოიყურებოდა როგორც პატარა მოხუცი ადამიანი“, – თქვა ცენტრის ერთ-ერთმა სტუმარმა.
მოკლედ, ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა კაცი, რომელიც მილიონიან კონტრაქტებს და დიდებულ კარიერას უმიზნებდა, დღეს მართლაც რომ საცოდავად და მომაკვდინებლად გამოიყურება. მართალი ყოფილა ქართულ სიმღერაში რომ მღერიან: სამზე მეტს დალევ იქვე ვირეშმაკად გადაიქცევი…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები