LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარწმუნებთ,მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან ოპოზიციური პარტიები: ირაკლი კობახიძე

106
122756537-3413545948869717-1514297639764977073-o

გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. დაველოდოთ და ვნახავთ! – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

როგორც კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მე-9 მოწვევის პარლამენტს, ჯამში 2 წლის განმავლობაში უწევდა მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში, რაც უნდა დასრულდეს.

“ქართული ოცნება” საპარლამენტო თანამდებობის კანდიდატებს ასახელებს, უმრავლესობის ლიდერად კობახიძე რჩება

„ჩვენ გუშინდელ ბრიფინგზეც გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები და ამასთან არ იყო კავშირში ის საკითხები, რომელიც ჩვენ ამ ბრიფინგზე წამოვწიეთ. ბუნებრივია, ჩვენ კვლავაც ვართ მზად, რომ წამოვწიოთ ის ინიციატივები, რომელიც ამ ბრიფინგზე გავაჟღერეთ. რაც შეეხება ხვალინდელ სხდომას, ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი მიიღებენ, თუ არა ისინი მონაწილეობას ამ სხდომაში. რომ გავიხსენოთ მე-9 მოწვევის პარლამენტი, 4 წლის განმავლობაში უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განახორციელა, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა და ა.შ. ამ პირობებში, როდესაც პარლამენტი რეფორმებს ახორციელდბდა, რომ დავთვალოთ, ჯამში 2 წლის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა ბოიკოტის რეჟიმში. ასეთი არის სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ბუნება. ზუსტად ეს უნდა დასრულდეს და აუცილებად დასრულდება. ჩვენ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მიჩვეული ვართ ბოიკოტს.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“  წევრები,სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები