Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გარკვეული კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრის – ჯერჯერობით ვერა – მინდია ჯანელიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარკვეული კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრის – ჯერჯერობით ვერა – მინდია ჯანელიძე

121

„მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა, გარკვეული კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრისჯერჯერობით ვერ ხერხდება,“ – ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანელიძის თქმით, ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია სხვადასხვა უწყების 500-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, 300 მეხანძრე-მაშველი.
ასევე, ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია 3 საფრენი საშუალება, მათ შორის, 2 საქართველოს, ხოლო ერთი – აზერბაიჯანის კუთვნილი.

ვითარდება არ არის მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო ლოკალიზაციისთვის აქტიური მუშაობა, გარკვეული კარების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრის ჯერჯერობითვერ ხერხდება. მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. გვაქვს მობილიზებული დამატებითი რესურსები, თუ საჭირო გახდება მათი გამოყენება, გამოვიყენებთ, – განაცხადა ჯანელიძემ.

როგორც მეხანძრე-მაშველები აცხადებენ, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო, ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით, ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები