LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარიყული ცხოველები უფრო რისკიანები არიან – ახალი კვლევა

114
Low-Res_ungulats1.jpg

ბარსელონაში მოღვაწე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხოველები რომლებიც თავის ჯგუფში გარიყულად ითვლებიან, უფრო ხშირად რისკავენ და ამის დამსახურებით პრობლემების გადაჭრასაც უკეთ ახერხებენ. საინტერესო კვლევას Science Daily აქვეყნებს.

მკვლევრებმა 13 სახეობის ჩლიქოსანთა 100-მდე წარმომადგენელი შეისწავლეს, ცხოველები რომლებიც ესპანეთის და გერმანიის ზოოპარკებში ბინადრობენ. თითოეული სახეობისთვის მათ შეარჩიეს სასუსნავი და ვოლიერებში დახურული კონტეინერით მოათავსეს.

შედეგად, ცდისპირთა 44%-მა საკვების პოვნა და მოპოვება დამოუკიდებლად შეძლო. ყველაზე დაბალ სოციალურ პოზიციაზე მყოფ ცხოველებს ახალი ობიექტები ყველაზე ნაკლებად აშინებდათ, მეტი მზაობით სწავლობდნენ მათ და ჯილდოსაც იღებდნენ.

ასეთ შედეგს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ გარიყულ ცხოველებს ველურ ბუნებაში საკვებზე ყველაზე ნაკლებად აქვთ წვდომა, ამიტომ სხვებზე უფრო ხშირად უწევთ გარისკვა, რათა გადარჩნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები