საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო საზოგადოებას ამჯერად მხიარულ გარეულ კატას აცნობს.
„გარეულმა კატამ საკვების ძიებაში ჩვენი ფოტოხაფანგი აღმოაჩინა“, – ამ სათაურით სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სახალისო ვიდეორგოლი ვრცელდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში იმასაც ამბობენ, რომ ამ ცნობისმოყვარე არსებისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ…
აღსანიშნავია, რომ კადრები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზეა გადაღებული.