LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე აქცია გრძელდება

145
qnwdx4dfrj6fhr6

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. მას ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ სასამართლოდან დღეს გათავისუფლებული აქტივისტები.

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან სასამართლოში დღეს განაცხადა, რომ პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მეორე დღეა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49 – წლიანი ლიცენზია.

საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და “ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა”. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა – არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები